თანამშრომლობა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.
თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის როგორც აკადემიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდები ჩაერთვებიან ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციებში, სემინარებსა და პრაქტიკულ ტრენინგებში, რომლებიც აგრობიომრავალფეროვნების დაცვას, გენეტიკური რესურსების კონსერვაციას, ინოვაციური აგროტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ღონისძიებას ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდნენ.
