KIU-ს სტუდენტები შეუერთდნენ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია და ეკო-მეგობრული შემეცნებითი ღონისძიება.
KIU-ში მოქმედი ეკო-კლუბის წევრებმა დაასუფთავეს უნივერსიტეტის მიმდებარე ახალგაზრდობის გამზირი. ასევე, ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები.
ეკო-კლუბი სტუდენტური საგრანტო პროექტის ფარგებში შეიქმნა და ის ყოველწლიურად აქტიურად უერთდება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დღეებს. მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავს სტუდენტებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
