"KIU MARATHON-2026" გაიმართა

 12/06/2026

KIU-ში, სტუდენტური საგრანტო პროექტის ფარგლებში, "KIU MARATHON-2026" გაიმართა. სტუდენტები ერთმანეთს 8-კილომეტრიანი მანძილის დაფარვაში ეჯიბრებოდნენ.

მარათონის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ურჯუმელაშვილი და გვანცა ბეგიაშვილი; მეორე ადგილი დაიკავა ლუკა ყაჭაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი საბა დუმბაძეს ერგო. გამარჯვებულები პრიზებით დაჯილდოვდნენ.

პროექტის ინიციატორები და იდეის ავტორები არიან KIU-ს სტუდენტები: ლიზი მეურმიშვილი, ნია გორჯელაძე, ვერიკო გოლეთიანი, თამარ სანიკიანი და კოორდინატორი თეკლა ჯაბუა.

მარათონი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით, სპორტული სულისკვეთებითა და მეგობრული გარემოთი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობას.