„ესპანური ენისა და სერვანტესის დღე KIU-ში“

 10/06/2026

„ესპანური ენისა და სერვანტესის დღე KIU-ში“ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) უცხო ენების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

KIU-ს სტუდენტებმა ესპანურ ენაზე წარადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც შეეხებოდა ესპანეთის ისტორიას, ლიტერატურას და საქართველო-ესპანეთს შორის ენობრივ-კულტურულ მსგავსებებს. შეხვედრას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციურმა სივრცემ - univerCity, უმასპინძლა.

KIU-ს უცხო ენების ცენტრი სტუდენტებს, თავისუფალი და დამატებითი კრედიტების ჩარჩოს გათვალისწინებით, ინგლისურ ენასთან ერთად სხვა უცხო ენების შესწავლასაც სთავაზობს. მათ შორისაა ესპანური. ესპანური ენის ჯგუფს სხვადასხვა სკოლისა და კურსის სტუდენტები წარმოადგენენ.