ვახტანგ ცაგარელმა უმაღლესი განათლების შესახებ პანელურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

 05/06/2026

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი მონაწილეობს.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური სესია, რომლის მთავარი მომხსენებელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია იყო. სესიის თემას წარმოადგენდა – „ადამიანური კაპიტალის განვითარება და განათლების როლი ეკონომიკური მდგრადობისთვის‘‘.

მინისტრის მოადგილემ ქვეყნის განვითარების კუთხით კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. უმაღლესი განათლების შესახებ აღნიშნულ პანელურ სესიაზე მოხსენებით წარდგა KIU-ს აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი. 

თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები.