ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა

 03/06/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უმასპინძლა. 
  
სტუმრებმა KIU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ფუნქციებსა და განხორციელებულ პროექტებს. 
  
სალექციო კურსის დასასრულს, სააგენტოს წარმომადგენლებმა მობილური ლაბორატორიის გამოყენებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გარემოს რადიაციული ფონური მდგომარეობა  შეაფასეს და სტუდენტებმა ამ ლაბორატორიის მუშაობა პრაქტიკაში გამოსცადეს. 
  
ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი საკითხებისა და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.