“არა თამბაქოს!“ — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მედიცინის სკოლის სტუდენტებმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ახალგაზრდებმა საინფორმაციო-შემეცნებითი აქცია-პერფორმანსი KIU-ს ინოვაციურ სივრცეში - univerCity, გამართეს.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ, აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სტუდენტებმა წარმოადგინეს თემატური საინფორმაციო აქტივობა და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია თამბაქოს მავნე ზემოქმედების, მისი სისტემური გავლენის ადამიანის ორგანიზმზე და მოწევის შეწყვეტის სარგებლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებში პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას.
KIU აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ინიციატივებს და სტუდენტების ჩართულობას პრევენციულ საქმიანობაში.
