ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო, მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ქალაქ ოზურგეთში ორგანიზებულ პავილიონებში, სხვა უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, წარმოდგენილი იყო KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, დაესწრო.
26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სასწავლებლების მრავალფეროვანი საგამოფენო სივრცეები. ყურადღება დაეთმო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით განხორციელებულ უნიკალურ ინიციატივებს ასახავდა.
KIU-ს სტუდენტების იდეები აერთიანებდა როგორც თეორიულ კვლევებს, ისე პრაქტიკულ მოდელებს, რაც ახალგაზრდების პროფესიულ შესაძლებლობებსა და შემოქმედებით ხედვას წარმოაჩენდა. ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.
ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც გალაკონცერტით დასრულდა.
