ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლამ TBSC Consulting-ის მეშვიდე ბიზნეს ქეისების კონკურსს უმასპინძლა. მასში საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, ჯამში, 22 გუნდი მონაწილეობდა. სტუდენტები, ორი დღის განმავლობაში, რეალურ ბიზნეს ქეისებზე ინტენსიურად მუშაობდნენ.
ფინალური ტური კონკურენტულ გარემოში წარიმართა. მონაწილეები გამოირჩეოდნენ ანალიტიკური აზროვნებითა და ინოვაციური მიდგომებით.
კონკურსში პირველი ადგილი KIU-ს მენეჯმენტის სკოლის სტუდენტურმა გუნდმა - „Dopamine Detox“ - დაიკავა.
შეჯიბრში, KIU-ს გარდა, ასევე მონაწილეობდნენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თავისუფალი უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISET), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.
