ქუთაისის საერთასორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს თესალის უნივერსიტეტში (საბერძნეთი) Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა.
ჩვენმა სტუდენტებმა გაიარეს სასწავლო კურსები ეკონომიკის დეპარტამენტში და ჩაერთვნენ ისეთ აქტუალურ მიმართულებებში, როგორებიცაა: Applied Macro და Tourism Development. ასევე, გაეცნენ თანამედროვე ეკონომიკურ და მართვით მიდგომებს, განავითარეს პრაქტიკული უნარები და მიიღეს უნიკალური გამოცდილება მულტიკულტურულ აკადემიურ გარემოში.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ: ელენე ნიკურაძე, ნიკა სურმავა, თეკლა ჯაბუა, ნია გორჯელაძე, იონა ჩანქსელიანი.
სტუდენტებისთვის Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ აკადემიური გამოცდილება არ არის. ეს არის შესაძლებლობა, გახდნენ გლობალური საზოგადოების ნაწილი, დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები და მიიღონ გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია მათი სამომავლო კარიერული განვითარებისთვის.
Erasmus+ Programme მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საერთაშორისო გარემოში სწავლის, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. KIU-სთვის მსგავსი პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვა ორიენტირებულია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფასა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე გლობალურ ბაზარზე.
