სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის — „გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობების დასაკავებლად.
- - სამეცნიერო თანამდებობა — მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 2 (ორი) საშტატო ერთეული;
მიმართულება — მათემატიკა;
მიმართულება — კომპიუტერული მეცნიერება.
- - სამეცნიერო თანამდებობა — უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 2 (ორი) საშტატო ერთეული;
მიმართულება — მათემატიკა.
დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ კონკურსის გამოცხადების ბრძანება და კანდიდატის განაცხადის ფორმა .
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე HR.Academic@kiu.edu.ge გამოაგზავნოთ დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 01 ივნისი, 18:00 საათი.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) იღებს ვალდებულებას გაავრცელოს თანაბარი მოპყრობის პრინციპი პერსონალის შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, პატივს სცემს და იცავს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, მათ შორის თქვენი რეზიუმე/CV ან/და ვაკანსიით მოთხოვნილ დოკუმენტებში მოცემული მონაცემები, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება 5 (ხუთი) წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას უნივერსიტეტში არსებული სხვა ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოწოდების ან კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების სხვა პოზიციაზე გამოყენება, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: HR@kiu.edu.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უნივერსიტეტისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა უნივერსიტეტში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
