KIU-ს მხარდაჭერით საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წარმატება მათემატიკურ ოლიმპიადაზე

 01/05/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის პირველ მათემატიკურ ოლიმპიადაში (EMO-2026).

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქართველი მოსწავლეები სამშობლოში 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით, ასევე, 2 საპატიო სიგელით დაბრუნდა და გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. 

ოლიმპიადის მონაწილეები: 
✔️ სანდრო ჟღენტი – ოქროს მედალი (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა)
✔️ მირზა შანიძე – ვერცხლის მედალი (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა)
✔️ გიორგი გუმბერიძე – ვერცხლის მედალი (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა)
✔️ ირაკლი შეროზია – ვერცხლის მედალი (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა)
✔️ ალექსანდრე კაცია – საპატიო სიგელი (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა)
✔️ რატი რატიანი – საპატიო სიგელი (აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლა)

გუნდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გუნდის ლიდერი გენადი მარგველაშვილი, თანალიდერი ლუკა მაჭარაშვილი, ობზერვერი ზურა აბრამიშვილი (Global Talent Fund-ის წარმომადგენელი). საქართველოს ნაკრების წევრები ეროვნული ოლიმპიადებისა და დამატებითი ტურების საფუძველზე შეირჩნენ.

საქართველოს ნაკრებისთვის ამ მასშტაბის ოლიმპიადაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების, ასევე ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებები აერთიანებენ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართველი მოსწავლეების ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს საქართველოს ნაკრებს ამ დიდ წარმატებას!