KIU-მ თესალის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა

 29/04/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) თესალის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) პროფესორებს უმასპინძლა, რომლებმაც KIU-ს მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებისთვის ეკონომიკის თანამედროვე და აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციები ჩაატარეს.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ანდრეას სტერგიუმ წაიკითხა ლექცია, თემაზე: „ენერგია გლობალურ მმართველობასა და ეკონომიკაში“. ლექცია შეეხებოდა ენერგეტიკის როლს გლობალურ მმართველობაში, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებში. პროფესორ ქრისტის კოლიასის საჯარო ლექცია - „თავდაცვის ხარჯები და ეკონომიკა“, სრულად დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სამხედრო დანახარჯების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე, ფისკალური პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება. 

აღნიშნული ლექციები KIU-ს სტუდენტებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, მიიღონ თანამედროვე, კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა უშუალოდ საერთაშორისო აკადემიური სივრცის წარმომადგენლებისგან, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

KIU-ს სტუდენტებთან მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ევროპული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო-კვლევითი თანამშრომლობის გაფართოებას.