KIU-ს სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში იმყოფებიან

 21/04/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში იმყოფებიან. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ოთხი სტუდენტი, 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრს ვურცბურგის უნივერსიტეტში გაივლიან.

მარიამ შონია, დიანა გაბისონია , აკაკი ხელაძე და გვანცა ჭურაძე ვურცბურგის უნივერსიტეტში მიიღებენ ევროპული ხარისხის მრავალფეროვან აკადემიურ და პრაქტიკულ გამოცდილებას. 

გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ვურცბურგის უნივერსიტეტი, განსაკუთრებით გამოირჩევა საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულებებით. ფართოდ  აღიარებულია უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტები, რომლებიც აერთიანებენ როგორც თეორიულ, ისე გამოყენებით დარგებს. 

KIU ულოცავს შერჩეულ სტუდენტებს Erasmus+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობას და წარმატებას უსურვებს მათ!