KIU-ს წარჩინებულმა სტუდენტებმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია მოიპოვეს

 10/02/2026

ქალაქის მერის სტიპენდია მიიღეს KIU-ს მათემატიკისა და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტებმა: მარიამ შონიამ (მათემატიკა), თამარ ფცქიალაძემ (მენეჯმენტი), ზურაბ ფარქოსაძემ (მენეჯმენი, FIM სამაგისტრო პროგრამა) და ამირან მახარაძემ (მენეჯმენი, FIM სამაგისტრო პროგრამა). პროექტის მიზანია სტუდენტებში სწავლის მიმართ მოტივაციის გაზრდა, ახალგაზრდების წახალისება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით დაინტერესება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლიდან ახორციელებს პროექტს “მერის სტიპენდიატები”. სტიპენდიით სარგებლობენ ქუთაისში რეგისტრირებული, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტები. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ულოცავს სტუდენტებს ამ წარმატებას!

KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

სხვა სიახლეები