KIU-ს სტუდენტებმა სადღესასწაულო მეჯლისი გამართეს

 29/12/2025

საახალწლო ფესტივალი - ამ სახელწოდებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებმა სადღესასწაულო მეჯლისი გამართეს. ღონისძიება გახსნა KIU კაპელამ, რომლის ხელმძღვანელია ზურა კაჭარავა.

 

ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა და დამდეგი დღესასწაულები მიულოცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად KIU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

 

წვეულება სხვადასხვა სახალისო და მუსიკალური აქტივობით გაგრძელდა. საღამო მუსიკალურად გააფორმა KIU ბენდმა.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტური ცხოვრების და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროექტი ხორციელდება, რაც ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობაა.

სხვა სიახლეები