KIU-ში შიდა საუნივერსიტეტო მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა

 29/12/2025

KIU-ში შიდა საუნივერსიტეტო მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სტუდენტების გუნდი „Se7ven“ და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გუნდი „ფეოლა“.

 

დაძაბულ მატჩში, რომელიც გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობდა, გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „ფეოლამ“ (4:2).

 

ფინალურ დაპირისპირებას ესწრებოდნენ KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და პრორექტორი პაატა ტურავა, რომლებმაც მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის წევრებს მედლები გადასცეს. გამარჯვებული გუნდი სიმბოლური თასით დაჯილდოვდა.

 

შიდა საუნივერსიტეტო მინი ფეხბურთის ტურნირი KIU-ს სტუდენტების - ანდრია გვარამიას და დავით მათიაშვილის ორგანიზებით ჩატარდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტური ცხოვრების და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა შინაარსის საგრანტო პროექტი ხორციელდება, რაც ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობაა.

სხვა სიახლეები