KIU-ს მენეჯმენტის სკოლამ სტუდენტური კონფერენცია გამართა

 18/12/2025

კვლევა, ინოვაცია და განვითარება“ - ამ სახელწოდებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლამ სტუდენტური კონფერენცია გამართა.

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, რომელმაც მონაწილეებს წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა სტუდენტური კვლევის, ინოვაციური აზროვნებისა და აკადემიური აქტივობის მნიშვნელობას.

 

კონფერენციის ფარგლებში, სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები სხვადასხვა მიმართულებით; ფინანსები, ეკონომიკა, მარკეტინგი, ოპერაციების მენეჯმენტი, ინოვაცია და მეწარმეობა.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია კვლევაზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერება, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა და განვითარება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება სტუდენტური კონფერენციების ჩატარება, სადაც სტუდენტები სწავლობენ აკადემიური ნაშრომის მომზადებას, კვლევის პრეზენტაციასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. KIU ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ქმნის ინოვაციურ გარემოს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობაში.

 

სხვა სიახლეები