KIU-მ CERN-ის LHCb ექსპერიმენტის მონაწილეს, პროფესორ სერგეი ბარსუკს უმასპინძლა

 19/12/2025

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პარიზსაკლეს უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ირენ ჟოლიო-კიურის ლაბორატორიის (IJCLab) მკვლევარს, CERN-ის LHCb ექსპერიმენტის მონაწილეს, პროფესორ სერგეი ბარსუკს უმასპინძლა. მან სამუშაო შეხვედრა გამართა KIU- რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორთან ვახტანგ ცაგარელთან და KIU- კანცლერთან ლევან კოპალიანთან.

 

შეხვედრაზე, მხარეებმა პარიზსაკლეს უნივერსიტეტთან და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან (CERN) სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრას KIU- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ნანეიშვილი და ქუთაისის ადრონული ცენტრის სამეცნიერო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ შანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროფესორმა სერგეი ბარსუკმა KIU- სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე - მაღალი ენერგიების ფიზიკა IJCLab-სა (ირენ ჟოლიო-კიურის ლაბორატორია) და CERN-ში (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია): LHCb ექსპერიმენტი.

 

ირენ ჟოლიო-კიურის ლაბორატორია (IJCLab, CNRS და Paris-Saclay უნივერსიტეტი) არის CNRS-ის (საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრი) უმსხვილესი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც მაღალი ენერგიების ფიზიკაში მნიშვნელოვანი ისტორიული წვლილი აქვს შეტანილი. მნიშვნელოვანია, რომ CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური ექსპერიმენტები, ასევე, აერთიანებს IJCLab-ის ფიზიკოსებისა და ინჟინრების ჯგუფებს, რომლებიც მონაწილეობენ ALICE-ის, CMS-ის, ATLAS-ისა და LHCb-ის ექსპერიმენტებშიც.

 

პარიზსაკლეს უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და KIU-ში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით მისი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროფესორი სერგეი ბარსუკი პარიზსაკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის კოორდინატორიცაა. Საქართველოდან ამ პროგრამაში ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს, მათ შორისაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU).

 

 


 

სხვა სიახლეები