KIU-მ ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა

 03/12/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონულ დირექტორს იოსებ ნანობაშვილს უმასპინძლა, რომელსაც KIU- პრორექტორი, პროფესორი პაატა ტურავა და სამართლის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი შეხვდნენ.

 

მხარეებმა განიხილეს KIU- და EPLO- შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები. დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განხორციელება.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ იოსებ ნანობაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან, სადაც ისაუბრა ევროკავშირში სუპრაციონალიზმსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს შორის ბალანსის მიღწევის მექანიზმებზე, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილებაზე.

 

საჯარო ლექციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ქართული წარმოშობის ფრანგი კონსტიტუციონალისტისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილი 1903-1964) ბიოგრაფიას.

 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, KIU- სამართლის სკოლა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციაში გაწევრიანდა. აღნიშნული პარტნიორობა სამართლის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით პროექტებში, მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლებსა და გაცვლით პროგრამებში.

 


სხვა სიახლეები