KIU-ში სტუდენტურ საგრანტო პროექტებზე განაცხადების მიღება გრძელდება!

 03/12/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშისტუდენტური ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა მიიღოთ დაფინანსება შემდეგ კატეგორიებში:

 

სტუდენტური ცხოვრების ხელშემწყობი პროექტები

სტარტაპ-პროექტები

საგანმანათლებლო პროექტები

 

პროგრამაზე საპროექტო განაცხადის შემოტანა შეუძლია KIU- აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, სტუდენტთა ჯგუფს/გაერთიანებას, სტუდენტურ კლუბებს.

 

პროექტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზეერთი პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 12,500 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლითმისასალმებელია პროექტები, რომელებსაც ექნებათ თანადაფინანსების კომპონენტი.

 

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია პროგრამის გაიდლაინში.

 

პროექტის წარსადგენად საჭირო დოკუმენტებია:


საპროექტო განაცხადის ფორმა

პროექტის ბიუჯეტის ფორმა

პროექტის წარმდგენი სტუდენტის რეზიუმე


სტუდენტთა საგრანტო პროექტები გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება პროექტის მართვაში, შეიძინოთ საჭირო უნარ-ჩვევები, გააფართოოთ ბიზნეს-საკონტაქტო წრე და შეიძინოთ მეგობრები. ამ დრომდე უნივერსიტეტში მოქმედი ყველა სპორტული, მუსიკალური თუ საგანმანათლებლო კლუბი დაფინანსებულია სწორედ სტუდენტთა საგრანტო პროექტების ფარგლებში.

 

სტუდენტურ საგრანტო პროექტებზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 28 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ იმეილზე: sgp@kiu.edu.ge


პროგრამის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები და მოეწყობა პროექტის მართვის ტრენინგ კურსი პროექტის განხორციელებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.


შეკითხვების ან/და კონსულტაციების შემთხვევაში დაუკავშირდით სტუდენტთა საგრანტო პროექტებს: sgp@kiu.edu.ge

სხვა სიახლეები