ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მათემატიკის სკოლის მოწვეული პროფესორის ბორის ვექსლერის თანაავტორობით, გერმანიაში გამოიცა წიგნი, სახელწოდებით - “Numerical Analysis for Elliptic Optimal Control Problems” (“რიცხვითი მეთოდები ოპტიმალური მართვის ელიფსური ამოცანებისთვის”).
წიგნი წარმოადგენს Springer-ის გამოთვლითი მათემატიკის სერიების ნაწილს და ეძღვნება ელიფტური ოპტიმალური კონტროლის პრობლემების ნუმერულ ანალიზს. გამოცემის მიზანია, მეცნიერებსა და სტუდენტებს შესთავაზოს თანამედროვე მეთოდები PDE-ებთან დაკავშირებული ოპტიმალური კონტროლის პრობლემების გამოთვლითი ანალიზისთვის. მასში განხილულია როგორც თეორიული საფუძვლები, ისე -პრაქტიკული მაგალითები, რაც ხელს უწყობს ნაშრომის გამოყენებას სემინარებში, სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაციების მომზადებაში.
წიგნის სამიზნე აუდიტორია მოიცავს მეცნიერებსა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც აინტერესებთ PDE-ებთან დაკავშირებული ოპტიმალური კონტროლი ან საბოლოო ელემენტების დისკრეტიზაციის რიცხვითი ანალიზი.
აღსანიშნავია, რომ ბორის ვექსლერი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის პოზიციას 2020 წლიდან იკავებს. მასთან ერთად ახლად გამოცემული წიგნის თანაავტორია პროფესორი დომინიკ მაიდნერი. წიგნის ორივე ავტორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პროფესორია.
