Stability and Robustness of Interconnected Dynamical Systems – KIU-ს მათემატიკის სკოლის ორგანიზებით სემინარი ჩატარდა

 23/09/2025

სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მათემატიკის სკოლის ორგანიზებითა და სკოლის აკადემიური პერსონალის ჩართულობით ჩატარდა სემინარი, თემაზე „Stability and Robustness of Interconnected Dynamical Systems“. სემინარზე მოხსენებებით წარსდგა ვურცბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი სერგეი დაშკოვსკი.

სამდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს დინამიკური სისტემების სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებული სისტემების რობუსტურობის შესწავლის თანამედროვე მეთოდებზე; ასევე, განიხილეს ამ საკითხების გამოყენება მექანიკაში. 

პროფესორებმა ისაუბრეს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. სემინარი KIU-ში 23 სექტემბერს ჩატარდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას.

 


სხვა სიახლეები