ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მათემატიკის სკოლის ორგანიზებით, სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით, ჩატარდა სემინარი თემაზე „Brain Network Flow Dynamics in Human Epilepsy“.
სემინარზე მოხსენებით წარსდგა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Georgia State University, GSU) ფიზიკის, ნეირომეცნიერებისა და მათემატიკის პროფესორი მუკეშ დამალა (Mukesh Dhamala).
სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ტვინის ქსელური აქტივობის მათემატიკური მოდელირება, ნეირონული კავშირების სტრუქტურის გავლენა ტვინის ფუნქციურ დინამიკაზე, ამ დინამიკის მათემატიკური მეთოდებით აღწერა და მათემატიკური ალგორითმებით მისი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის აღმოჩენა (კერძოდ, ეპილეფსიის დროს).
მონაწილეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო კონფერენციის ერთობლივი ორგანიზებისა და უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობის პერპსექტივები.
