მობილობის მსურველ პირთა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათიდან - 9 სექტემბრის 18:00 საათამდე
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 12 სექტემბერს.
დეტალური ინფორმაცია მობილობის ვადების, რეგისტრაციის, წესების და პროცედურების შესახებ იხილეთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე: emis.ge
სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტაციის მიღება - 2025 წლის 12 სექტემბრიდან - 16 სექტემბრის ჩათვლით (დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: oss@kiu.edu.ge);
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტებთან გასაუბრება, კრედიტების აღიარება და აღიარებული კრედიტების გაცნობა - 2025 წლის 17 სექტემბრიდან - 22 სექტემბრის 13:00 საათამდე;
- მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 2025 წლის 22 სექტემბერი.
მობილობა საბაკალავრო პროგრამებზე
სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
· მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლების საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 4 ვაკანტური ადგილი;
- კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 12 ვაკანტური ადგილი;
- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 12 ვაკანტური ადგილი.
2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტთათვის წინაპირობად განისაზღვროს გასაუბრება და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
ჩასაბარებელი საგნები და გადასალახი ბარიერები შემდეგნაირად:
მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები (ინგლისურენოვანი)
ქართული ენა და ლიტერატურა 25%, ინგლისური ენა 70%, ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: მათემატიკა 65% ან ფიზიკა 70%;
კომპიუტერული მეცნიერება(ინგლისურენოვანი)
ქართული ენა და ლიტერატურა 25%, ინგლისური ენა 70%, ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: მათემატიკა 60% ან ფიზიკა 70%;
მენეჯმენტი(ინგლისურენოვანი)
ქართული ენა და ლიტერატურა 25%, ინგლისური ენა 70%, ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: მათემატიკა 45% ან ისტორია 80%.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება;
- პირადობისმოწმობისასლი;
- სრულიზოგადიგანათლებისდამადასტურებელიდოკუმენტისნოტარიულადდამოწმებულიასლი;
- წვევამდელისსამხედრო-სააღრიცხვომოწმობისასლიანსამხედრობილეთი(ასეთისარსებობისშემთხვევაში);
- სტუდენტისსტატუსისგანმსაზღვრელიყველასამართლებრივიაქტისასლი;
- სტუდენტისსასწავლობარათი(უმაღლესისაგანმანათლებლოდაწესებულებისმიერსათანადოწესითდამოწმებული);
- უცხოქვეყანაშიმიღებულიგანათლებისაღიარებისდამადასტურებელიდოკუმენტისასლი(ასეთისარსებობისშემთხვევაში);
- გავლილისაგნებისსილაბუსები;
- შეფასებისადაგამოცდებისეროვნულიცენტრისცნობაერთიანეროვნულგამოცდებზემიღებულიქულებისშესახებ;
- ფოტოსურათი(3X4სმ)-ელექტრონულივერსია.
მობილობა სამაგისტრო პროგრამებზე
სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
- ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი(ინგლისურენოვანი) - 8 ვაკანტური ადგილი;
- ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები(ინგლისურენოვანი) -3ვაკანტური ადგილი;
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სტუდენტისსტატუსისგანმსაზღვრელიყველასამართლებრივიაქტისასლი;
- სტუდენტისსასწავლობარათი(უმაღლესისაგანმანათლებლოდაწესებულებისმიერსათანადოწესითდამოწმებული);
- უცხოქვეყანაშიმიღებულიგანათლებისაღიარებისდამადასტურებელიდოკუმენტისასლი(ასეთისარსებობისშემთხვევაში);
გავლილისაგნებისსილაბუსები;
- ფოტოსურათი (3X4სმ) - ელექტრონული ვერსია;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისურ ენაზე გავლის შესახებ ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი - 1(ერთი) გვერდი.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტთათვის წინაპირობად განისაზღვრა გასაუბრება.
ბის ვადების, რეგისტრაციის, წესების და პროცედურების შესახებ იხილეთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე: emis.ge