აბიტურიენტების რეგისტრაცია
მნიშვნელოვანი თარიღები:
1 - 19 სექტემბერი: აბიტურიენტების ელექტრონული რეგისტრაცია;
9 - 22 სექტემბერი: რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა (A კორპუსი, 2-041, 2-042);
1 - 22 სექტემბერი: ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადის ფორმის შევსება;
1 - 10 სექტემბერი: უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა;
22 სექტემბერი: 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტის შევსება შესაძლებელია 1 სექტემბრიდან - 19 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://register.kiu.edu.ge/online-register/doctor
ანკეტაში საჭიროა, შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და ატვირთოთ რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
5. ფერადი ფოტოსურათი 3x4 სმ (ელექტრონული ვერსია).
ასატვირთი დოკუმენტები აუცილებელია იყოს დასკანერებული ცალ-ცალკე, PDF ფორმატში (ელექტრონული ფოტოსურათის ატვირთვა შესაძლებელია JPEG/PNG ფორმატში).
მნიშვნელოვანია, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვისას, დასკანერებული იყოს, როგორც ატესტატი, ასევე, ნოტარიულად დამოწმების გვერდი, სადაც დასმულია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის და სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის, აუცილებელი წინაპირობაა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა და უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება 9 სექტემბრიდან - 22 სექტემბრის ჩათვლით (A კორპუსი, 2-041, 2-042).
შენიშვნა: კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებას ხელს აწერს აბიტურიენტის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე, მინდობილი პირი და სხვა) დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მინდობილობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს აბიტურიენტის დაბადების მოწმობა.
უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდიდან დაფინანსების მოპოვება
ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრის 09:00 საათიდან - 22 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1UoFSHB_4zjQ7ztsSGsFGWZ_Izf_Gpjc4f34LfqjOAUU/preview
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=413
უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრის 09:00 საათიდან - 10 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1eI8VtQOQPISReQs3VP50jFXZvNpBN2KY6XDiTMYwa1w/preview
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავების პრიორიტეტების შესახებ: https://www.kiu.edu.ge/uploads/KIU%20sacxovrebelze%20registraciis%20dokumenti%202025.pdf
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის, აუცილებელი წინაპირობაა რეგისტრაციისთვის სავალადებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა და უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება.