ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) “ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM)” ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას აგრძელებს. ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტმა საინფორმაციო ვებინარს უმასპინძლა, რომელსაც უძღვებოდნენ პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, პროფესორი რუდი ზაგსტი და ტორონტოს უნივერსიტეტისა და KIU-ს პროფესორი ლუის სეკო. ვებინარში ასევე მონაწილეობდნენ პროგრამის ქართველი პროფესორები და სტუდენტები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ პროგრამის ხელმძღვანელებს, დაესვათ შეკითხვები პროფესორებისთვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები პროგრამის შესახებ. ვებინარის მთავარ თემას წარმოადგენდა: „ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ფინანსურ სფეროში“.
პროფესორმა ლუის სეკომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ საკითხებს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი საინვესტიციო პროცესებს და რატომ არის მიზეზობრივ კავშირებზე დაფუძნებული ლოგიკა (causal AI) ფინანსური ანალიზის მომავალი.
პროფესორმა რუდი ზაგსტმა კი ისაუბრა FIM პროგრამის სტრუქტურასა და მის უნიკალურ მოდულებზე, როგორიცაა Honours Certificate, რომელიც აერთიანებს soft skill trainingს, კვლევით პროექტს და ინდუსტრიულ თანამშრომლობებს. „AI არ ჩაანაცვლებს ფინანსურ სპეციალისტებს, მაგრამ ის, ვინც იყენებს AI-ს, ჩაანაცვლებს მათ, ვინც არ იყენებს“, აღნიშნა პროფესორმა ზაგსტმა.
სესიაში მონაწილეობა მიიღეს სამაგისტრო პროგრამის ამჟამინდელმა სტუდენტებმაც, ლანა ჭანტურიძემ და ზურაბ ფარქოსაძემ, რომლებმაც ვებინარის წევრებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს პროგრამის პრაქტიკული მნიშვნელობისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ „ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის (FIM)“ ორწლიანი, ინგლისურენოვანი პროგრამა შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან TUM-ის, ტორონტოს და სხვა პრესტიჟული უნივერსიტეტების პროფესორები. KIU-ში FIM სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად TUM-ში ხელმძღვანელობს მათემატიკური ფინანსების კათედრას.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებინარი