ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა (KUCA) და გლობალურ სტარტაპ პლატფორმას - “THE Crossroads” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 16/05/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი (KUCA), გლობალურ სტარტაპ პლატფორმასთან - “THE Crossroads” ითანამშრომლობენ. მხარეებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და THE Crossroads-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ.

ახალი პარტნიორობის მიზანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მის გარშემო არსებული ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ და სამეწარმეო ჰაბად.

მემორანდუმი ითვალისწინებს KIU-ს ბაზაზე თანამედროვე ინოვაციების ცენტრის  შექმნას და ამოქმედებას; მსოფლიო დონეზე აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; საქართველოს გლობალური ინოვაციური ხიდის სტატუსის განმტკიცებას.

 

 


სხვა სიახლეები