პარასკევს, 16 მაისს, 15:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციას თემაზე – „გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები“ - წაიკითხავს საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი.
აღნიშნული ლექცია იმერეთის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
რეგისტრაცია ოთხშაბათს, 14 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგ ბმულებზე:
ქუთაისი
ბაღდათი
ვანი
ზესტაფონი
თერჯოლა
სამტრედია
საჩხერე
ტყიბული
წყალტუბო
ჭიათურა
ხარაგაული
ხონი
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.