ხუთშაბათს, 15 მაისს 16:00 საათზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციას თემაზე – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები“, წაიკითხავს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი.
აღნიშნული ლექცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგ ბმულებზე:
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი KIU-ს ახალი პროექტია, რომლის მიზანია არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივება, საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებით თემებზე საჯარო ლექციების ციკლი იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა, გურიისა და აჭარის რეგიონების სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. ლექციებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები.