KIU-ში „რა? სად? როდის? 2025“ შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა

 08/05/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის? 2025“ შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა.

ფინალური თამაშის ფარგლებში სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები: ნიკოლოზ რუსიშვილი, მარიამ ვანაძე, არჩილ მელიქიძე, ლუკა სანაია, დაჩი ჩადუნელი, ნინო ოქუაშვილი;

მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები:  ნიკოლოზ ქასრაშვილი, ტარიელ პირველაშვილი, მათე ნებაძე, ნინო სადუნიშვილი, ანანო გოგიშვილი, არჩილ გუჩაშვილი;

მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრები: ანა წაქაძე, იონა იობიძე, თეკლე ტვილდიანი, კარლო ცუცქირიძე, ნიკა ქურციკიძე, ერეკლე ბაგრატიონი.

პირველი ადგილის მფლობელ გუნდს ბროლის გარდამავალი ჯილდო და სასაჩუქრე ვაუჩერები KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ გადასცა. წლევანდელი ფინალური ტურის მოწვეულმა სტუმარმა, ინტელექტუალური თამაშების წრის ხელმძღვანელმა, ბროლის ბუს მფლობელმა სერგო თევდორაძემ ფინალისტებს შეჯიბრისთვის მომზადებული კითხვები დაუსვა, დასასრულს კი, გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

წლევანდელ ინტელექტუალურ შეჯიბრში KIU-ს სტუდენტებისგან შემდგარი 40 გუნდი მონაწილეობდა, ფინალში კი 24 გუნდი გავიდა. ფინალური ტურის კითხვები შეადგინა და წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ჯაფარიძემ.

ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორები იყვნენ KIU-ს სტუდენტები: დავით ბოჭორიშვილი, თორნიკე ვარშალომიძე, ლუკა ნაკაშიძე, აკაკი ხელაძე, დიანა გაბისონია, ანანო მირიანაშვილი, მურმან გორგაძე, გიორგი მსხრიკაძე, გიორგი კეპულაძე.

KIU-ში „რა? სად? როდის?“ შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფინალური ტური უკვე მესამედ ჩატარდა. ინტელექტუალური თამაშები KIU-ს სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.