ოთხშაბათს, 14 მაისს 15:00 საათზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციას თემაზე - "ჯგუფის ქცევა და მისი ბოროტი ბუნება" - წაიკითხავს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი მირანდა გიორგაშვილი.
აღნიშნული ლექცია გურიის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
რეგისტრაცია ხვალ, პარასკევს, 9 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება და ადგილების შევსებისთანავე დასრულდება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგ ბმულებზე:
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.