KIU-ს პროფესორმა ია მოსაშვილმა ინკლუზიური განათლების შესახებ გამართულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა

 08/05/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, პროფესორმა ია მოსაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში “ინკლუზიური განათლება: ინკლუზიის თეორია და საუკეთესო პრაქტიკები ტრანსდისციპლინურ კონტექსტში”, რომელიც საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში გაიმართა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები ინკლუზიური განათლების ძირითად მიმართულებებზე: მათ შორის უნივერსალური დიზაინი სწავლებაში (UDL), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა, ხელოვნების ინტეგრაცია სწავლების პროცესში და პრაქტიკული სამუშაოები ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (IEP) შედგენაზე.

ღონისძიების მიზანი გახლდათ საერთაშორიაო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ინკლუზიური განათლების საკითხების მიმართულებით.

ღონისძიება ჩატარდა ძველი ოლიმპიის საერთაშორისო აკადემიაში და მხარდაჭერილი იყო ბერძნული და საერთაშორისო წამყვანი აკადემიური ინსტიტუტების მიერ. მასში, საქართველოს გარდა, მონაწილეობდნენ წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ყაზახეთიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან.

საზაფხულო სკოლა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ორგანიზებული იყო კომპანია Savvy Business-ის მიერ.