ვახტანგ ცაგარელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

 02/05/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” პროექტების დირექტორს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორსა და ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელს ვახტანგ ცაგარელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა გვირილობის დღესასწაულზე ვახტანგ ცაგარელს, ქუთაისის მიმართ გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისა და ამაგის გამო, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და სპეციალური ჯილდო გადასცა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გულწრფელად ულოცავს ვახტანგ ცაგარელს ამ აღიარებას და წარმატებებს უსურვებს მას!



სხვა სიახლეები