"მაქსიმუმი და მინიმუმი გეომეტრიაში" - საჯარო ლექცია KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში

 28/04/2025

ხუთშაბათს, 1 მაისს,  15:00 საათზე,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციას თემაზე  – "მაქსიმუმი და მინიმუმი გეომეტრიაში" -  წაიკითხავს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლების ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭელიძე.

აღნიშნული ლექცია იმერეთის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

აღსანიშნავია, რომ პროქტის სამიზნე აუდიტორია გაფართოვდა. აქამდე KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა მხოლოდ იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექციების მოსმენა აჭარის რეგიონების სკოლების მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

რეგისტრაცია სამშაბათს, 29 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგ ბმულებზე:


ქუთაისი

ბაღდათი

ვანი

ზესტაფონი

თერჯოლა

სამტრედია

საჩხერე

ტყიბული

წყალტუბო

ჭიათურა

ხარაგაული

ხონი


აღსანიშნავია, რომ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სკოლის მოსწავლეებში. პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია სხვადასხვა თემაზე. ახალგაზრდები ყოველთვის დადებით უკუკავშირს აზიარებენ ლექციების მიმართ.



სხვა სიახლეები