ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები "უნივერსიადა 2025-ში" ჩაერთვებიან.
სპორტულ შეჯიბრებებში, KIU-ს სახელით, 50-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები საკუთარ შესაძლებლობებს შემდეგ სპორტულ სახეობებში გამოცდიან: ფუტსალი (ვაჟთა), ფრენბურთი (ვაჟთა და ქალთა), კალათბურთი (ვაჟთა).
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა უნივერსიადაში მონაწილე KIU-ს სტუდენტებს შეხვდა, წარმატებები უსურვა და სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა. უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად უჭერს მხარს სტუდენტების სპორტულ აქტივობებში ჩართვას და კამპუსში ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებას. შეხვედრას რექტორის მოადგილე, პროფესორი პაატა ტურავა დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქტიურად გრძელდება სპორტის სხვადასხვა სახეობის გუნდების დაკომპლექტება. უკვე წარმატებით ფუნქციონირებს ჭადრაკის კლუბი. უშუალოდ სტუდენტების ჩართულობით, უახლოეს ხანში დაგეგმილია სხვადასხვა შემოქმედებით-კულტურული გაერთიანებების შექმნაც.
უნივერსიადა 2025-ის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.
ფუტსალის განრიგი (ჯგუფური):
1. თელავის უნივერსიტეტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
24 აპრილი, 17:00 საათი.
2. გორის უნივერსიტეტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
25 აპრილი, 15:00 საათი.
3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი
27 აპრილი, 12:00 საათი.
მისამართი: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. 6 (არენა 2)
კალათბურთის განრიგი (ჯგუფური):
1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საბაუნი
26 აპრილი, 19:30 საათი.
1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ევროპის უნივერსიტეტი
27 აპრილი, 12:00 საათი.
მოდი და უგულშემატკივრე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს!