,,როგორ ფიქრობს თქვენი ტელეფონი?" - საჯარო ლექცია KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში

 23/04/2025

29 აპრილს, 15:00 საათზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციას თემაზე  – ,,როგორ ფიქრობს თქვენი ტელეფონი?" - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებული პროფესორი, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ია მოსაშვილი წაიკითხავს.

აღნიშნული ლექცია გურიის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

რეგისტრაცია ხუთშაბათს, 24 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგ ბმულებზე:


ოზურგეთი

 

ლანჩხუთი

 

ჩოხატაური

 

აღსანიშნავია, რომ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სკოლის მოსწავლეებში. პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია სხვადასხვა თემაზე. ახალგაზრდები ყოველთვის დადებით უკუკავშირს აზიარებენ ლექციების მიმართ.




სხვა სიახლეები