ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა. უნივერსიტეტის პირველ შიდა ჩემპიონატში 80-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ტურნირი ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართა.
ქალთა შორის გამარჯვებულები:
l ადგილი - მარიამ ფაჩუაშვილი;
ll ადგილი - თეკლა ცხადაძე.
ვაჟთა შორის გამარჯვებულები:
l ადგილი - ჯაბა ადამია;
ll ადგილი - თორნიკე წერეთელი;
lll ადგილი - ნიკოლოზ გაბრიაძე.
გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასები, მედლები, დიპლომები, ხოლო ყველა მონაწილეს - სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჭადრაკის კლუბი გაიხსნა. კლუბში სტუდენტებს ყოველკვირეულად შეეძლებათ შეკრება. მათთვის დაგეგმილია პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თეორიული მასტერკლასების ჩატარება, რომლებსაც ცნობილი დიდოსტატები გაუძღვებიან.
ჭადრაკის კლუბის გახსნასა და ჩემპიონატს დაესწრნენ KIU-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა იოსელიანი, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქართველი მოჭადრაკე და საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე.