ვურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი KIU-ში

 20/03/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ვურცბურგის უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორს სერგეი დაშკოვსშის და კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორს ალექსანდრ ვულფს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინი ვორქშოპი, რომელსაც დაესწრნენ KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების პროფესორ-მასწავლებლები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ  შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას, უნივერსიტეტის განვითარების პროცესში.

შეხვედრა გახსნა KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა. ვორქშოპზე ორივე უნივერსიტეტმა წარმოადგინა აკადემიური პროგრამები და კვლევის მიმართულებები. პროფესორებმა განიხილეს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთო პროექტების განხორციელებას.

KIU აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.