,,განტოლებების ამოხსნა სიმბოლურად და მისი როლი ხელოვნურ ინტელექტში" - საჯარო ლექცია KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში

 18/03/2025

21 მარტს, 15:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციას თემაზე  – ,,განტოლებების ამოხსნა სიმბოლურად და მისი როლი ხელოვნურ ინტელექტში" - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ბესიკ დუნდუა წაიკითხავს.

აღნიშნული ლექცია იმერეთის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

აღსანიშნავია, რომ პროქტის სამიზნე აუდიტორია გაფართოვდა. აქამდე KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა მხოლოდ იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექციების მოსმენა, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების სკოლების მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

რეგისტრაცია ოთხშაბათს, 19 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგ ბმულებზე:

 

ქუთაისი

ბაღდათი

ვანი

ზესტაფონი

თერჯოლა

სამტრედია

საჩხერე

ტყიბული

წყალტუბო

ჭიათურა

ხარაგაული

ხონი

 

 

აღსანიშნავია, რომ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სკოლის მოსწავლეებში. პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია სხვადასხვა თემაზე. ახალგაზრდები ყოველთვის დადებით უკუკავშირს აზიარებენ ლექციების მიმართ.