სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის მიმართულებით შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1. მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, მიმართულება - მენეჯმენტი-ბიზნესი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
2. მენეჯმენტის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, მიმართულება - მენეჯმენტი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული, ქვემიმართულება - ფინანსები;
3. მენეჯმენტის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, მიმართულება - მენეჯმენტი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული, ქვემიმართულება - მარკეტინგი.
დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ კონკურსის გამოცხადების ბრძანება თანდართული დოკუმენტაციით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე HR.Academic@kiu.edu.ge გამოაგზავნოთ დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმით და ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 27 იანვარი, 18:00 საათი.
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი”) იღებს ვალდებულებას გაავრცელოს თანაბარი მოპყრობის პრინციპი პერსონალის შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, პატივს სცემს და იცავს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: თქვენი რეზიუმე/CV ან/და ვაკანსიით მოთხოვნილ დოკუმენტებში მოცემულ მონაცემები (შემდგომში - „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება 5 (ხუთი) წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, უნივერსიტეტმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენთვის უნივერსიტეტში არსებული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად ან თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ უნივერსიტეტმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ მოგვწეროთ CV/რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად, ხოლო დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ მითითებულ ელ.ფოსტაზე: HR@kiu.edu.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უნივერსიტეტისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული მიზნებიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა უნივერსიტეტში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.