KIU-ს ფოტოკონკურსის 2024 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

 23/10/2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „KIU ფოტოკონკურსი 2024“-ს უმასპინძლა. ტრადიციულად, წლევანდელი პროექტის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო და კრეატიული ნამუშევარი წარმოადგინეს სტუდენტებმა. კონკურსის თემატიკა გახლდათ - სტუდენტური ცხოვრება KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქში.



KIU-ს ფოტოკონკურსის 2024 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

მარიამ კოპალეიშვილი - პირველი ადგილი;
ლიზი ქავზინაძე - მეორე ადგილი;
ნუცა გიორგიძე - მესამე ადგილი.

გამარჯვებულები პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. KIU-მ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფოტოგრაფებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, გამოეხატათ თავიანთი ხედვა და შემოქმედებითი უნარები. სტუდენტთა მიერ შექმნილი ფოტონამუშევრები KIU-ს საგამოფენო სივრცეში განთავსდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის, სტუდენტური ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად არაერთ პროექტს ახორციელებს.

სხვა სიახლეები