სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის მიმართულებით შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
• მენეჯმენტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი ფინანსების მიმართულებით 1 (ერთი) საშტატო ერთეული.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ერთი თვის დარიცხული თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 5625 (ხუთი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარით.
დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ კონკურსის გამოცხადების ბრძანება თანდართული დოკუმენტაციით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე HR.Academic@kiu.edu.ge გამოაგზავნოთ დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმით და ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 იანვარი, 18:00 საათი.