კონკურსი მათემატიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 26/12/2023

სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მათემატიკის მიმართულებით შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

მათემატიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი  ოპტიმიზაციის მიმართულებით, 1 (ერთი) საშტატო
ერთეული.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ერთი თვის დარიცხული თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 5625 (ხუთი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარით.

დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ კონკურსის გამოცხადების ბრძანება თანდართული დოკუმენტაციით.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე HR.Academic@kiu.edu.ge გამოაგზავნოთ დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმით და ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.


საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 იანვარი, 18:00 საათი.


სხვა სიახლეები