სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:
• სწავლების ასისტენტი
• პროფესორის ასისტენტი
კონკურსი ცხადდება სამართლის, ფინანსების, მენეჯმენტის/ბიზნესის და ეკონომიკის დარგობრივ მიმართულებებზე (სულ 7 ვაკანტური ადგილი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე HR.Academic@kiu.edu.ge გამოაგზავნოთ დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმით და ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 თებერვალი, 10:00 საათი.