ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ეკატერინე ტიკარაძე შეუერთდა. რექტორის მოადგილის რანგში ის უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება.
2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე გახლდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო, 2008-2013 წლებში, კი შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.