KIU ამბასადორის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო! 

 

KIU ამბასადორის პროგრამა არის პროფესიული ზრდისა და ინსტიტუციური წარმომადგენლობის უნიკალური პლატფორმა, რომლის მიზანია სტუდენტების ლიდერული პოტენციალის განვითარება, ინიციატივების მხარდაჭერა და პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზება.

 

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

 

• უნივერსიტეტის წარმომადგენლობა: KIU-ის წარდგენა და პოპულარიზაცია ფორუმებზე, ღონისძიებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე;

• სტუდენტური პროექტების მართვა: ინოვაციური ინიციატივების შემუშავება და განხორციელება;

• პარტნიორობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა: თანამშრომლობა სკოლებთან, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან;

• სტუდენტური კომუნიკაცია: საკომუნიკაციო კამპანიებსა და კრეატიული კონტენტის შექმნაში მონაწილეობა.

 

პროგრამის შესაძლებლობები და უპირატესობები:

 

• Ambassador Innovation Challenge - სემესტრული ინიციატივების კონკურსი უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით;

• Leadership Shadowing Day - უნივერსიტეტის მენეჯმენტის საქმიანობაში ერთი სამუშაო დღით ჩართვა;

• Chancellor’s Roundtable - სამუშაო შეხვედრები კანცლერთან;

• Ambassador Exchange & Summit - გამოცდილების გაზიარება პარტნიორ უნივერსიტეტებში და წლის შემაჯამებელი სამიტი;

• მხარდაჭერა და აღიარება: ოფიციალური სტატუსი და ბეიჯი (Badge), ბრენდირებული ნაკრები, სერტიფიკატი, სარეკომენდაციო წერილი და მენტორობა.

 

საკონკურსო მოთხოვნები:

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ KIU-ის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

• ბაკალავრიატის II, III ან IV კურსის, ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები (შენიშვნა: მაგისტრანტი აუცილებლად უნდა იყოს KIU-ის ბაკალავრი);

• აკადემიური მოსწრება: არანაკლებ 2.5 GPA;

• განვითარებული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;

• ლიდერულ საქმიანობაში ჩართვისა და ინიციატივის გამოჩენის მაღალი მოტივაცია.

(შერჩევისას გათვალისწინებულია სკოლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპი - თითოეული სკოლიდან შეირჩევა არაუმეტეს ორი სტუდენტი).

 

შერჩევის ეტაპები:

 

I ეტაპი: ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება;

II ეტაპი: გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

(უფლებამოსილების ვადა შეადგენს 1 აკადემიურ წელს).

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 ოქტომბრის ჩათვლით. 


სარეგისტრაციო ფორმა

 

პროგრამის დეტალური გზამკვლევი

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში: Ambassadors@kiu.edu.ge