სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს მაგისტრატურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტები

 


2026-2027 სასწავლო წელს სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახორციელებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

 

 

 • ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი

 

·      ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა

 

 • ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები

 

 

 

მაგისტრატურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:

 

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება

2. გასაუბრება

 

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაციის ელექტრონულად მიღება - 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით; 

ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ - 2026 წლის 7 სექტემბრიდან 2026 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით; 

ხელშეკრულების გაფორმება - 2026 წლის 10 სექტემბრიდან 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

 

სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: 

 

1. პირადობის მოწმობის ასლი;

 

2. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი. 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;

 

3. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

4. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

5. ფოტოსურათი (3X4 სმ) – ელექტრონული ვერსია;  (ფოტოსურათის მოთხოვნები: ზომა - 3x4, ფონი უნდა იყოს ერთგვაროვანი, თეთრი ფერის, ყოველგვარი ჩრდილების, ნახატების ან ნივთების გარეშე, სახე უნდა იყოს მიმართული პირდაპირ კამერისკენ, ღიმილის გარეშე, ერთგვაროვანი, თვალი არ უნდა იყოს დახუჭული, მიმიკა უნდა იყოს ერთგვაროვანი, გამოსახულება უნდა იყოს ნათელი და სუფთად გარჩევადი, ფოტოსურათი არ უნდა იყოს მზის სათვალით, ხოლო სათვალის ტარების შემთხვევაში უნდა ჩანდეს თვალი, თავსაბურავით ფოტოს გადაღება დასაშვებია მხოლოდ რელიგიური მოტივით.)

 

6. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისურ ენაზე გავლის შესახებ ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

 

7. სამოტივაციო წერილი – 1 (ერთი) გვერდი, ქართულ და ინგლისურ ენებზე (მხოლოდ "ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის" საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის);

 

8. რეზიუმე – ქართულ და ინგლისურ ენებზე (მხოლოდ "ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის" საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის).

 

სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონულად. სარეგისტრაციო ანკეტა ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 24 აგვისტოდან ბმულზე - მაგისტრანტობის კანდიდატის ანკეტა

 

ასატვირთი დოკუმენტები, აუცილებელია, იყოს დასკანერებული ცალ-ცალკე, PDF ფორმატში (ელექტრონული ფოტოსურათის ატვირთვა შესაძლებელია JPEG/PNG ფორმატში).

 

მნიშვნელოვანია, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვისას დასკანერებული იყოს როგორც დოკუმენტი, ასევე ნოტარიულად დამოწმების გვერდი, სადაც დასმულია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.