ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტი გაიხსნა.

KIU-ს ახალი პროექტი იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას მოიცავს. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები.

KIU-ს ახალი პროექტის მიზანია ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივება და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობა. ამასთანავე, მოსწავლეებს ეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში, კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში. საბავშვო უნივერსიტეტი მოსწავლეებს ასევე ხელს უწყობს დააგროვონ უნიკალური გამოცდილება საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის გზაზე.

მოსწავლეების მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, საბავშვო უნივერსიტეტის პროექტში ჩართვა სხვა რეგიონების მოსწავლეებისთვისაც ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი.


„რა არის სამართლიანობა?‘‘ - KIU-ს რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას პირველი საჯარო ლექცია იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის 


„რა არის სამართლიანობა?‘‘ - KIU-ს რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას მეორე საჯარო ლექცია იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის 


„როგორ შევიცვალო აზრი?“ - KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორის, გიორგი ნადარეიშვილის საჯარო ლექცია იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის


„წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘ - KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის საჯარო ლექცია იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის


„რა არის სამართლიანობა?‘‘ - KIU-ს რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის 


„რატომ უნდა დავიცვა სამართალი? - სამართლებრივი კულტურის განვითარების ტენდენციები საქართველოში‘‘  - KIU-ს რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას მეორე საჯარო ლექცია იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის


,,როგორ ფიქრობს თქვენი ტელეფონი?" - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებული პროფესორის, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ია მოსაშვილის საჯარო ლექცია იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის