პროგრამის სტრუქტურა

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს სიახლეს საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების სფეროში. აღნიშნული პროგრამა ეფუძნება პოტსდამის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, კერძოდ, იგი ითვალისწინებს მოდულურ წავლების მეთოდრომელიც სტუდენტს აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ საფუძვლიანად შეისწავლოს მოდულში შემავალი თითოეული სასწავლო კურსი, არამედ გაანალიზო მათი ურთიერთკავშირები, მიიღოს უფრო ღრმა და სისტემურ ცოდნა, გაიმყაროს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნების უნარი.

 

პროგრამის სასწავლო დისციპლინები სტრუქტურირებულია ბლოკებად და მოდულებად. პროგრამის არქიტექტურა ეფუძნება ცოდნის მიღების და შეფასების საფეხუროვან სისტემას. ყოველი შემდგომი საფეხური (ბლოკი) ემსახურება ქვედა საფეხურზე მიღებული ცოდნის გაღრმავებას.

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება შემდეგი ბლოკებისგან:

1. ზოგადი საფუძვლები;

2. ძირითადი პროფესიული კომპეტენციები;

3. ინტეგრირებული გაღრმავებული პროფესიული კომპეტენციები;

4. პროფესიული პრაქტიკული უნარები;

5.  პროფესიული კომპეტენციების არჩევითი დისციპლინები;

6. დამატებითი კომპეტენციების არჩევითი დისციპლინები.

 

თითოეული ბლოკი შედგება მოდულებისგან, ხოლო მოდული აერთიანებს იმ სასწავლო დისციპლინებს, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის თითოეული ბლოკის მიზნის მიღწევას.

თითოეული მოდული სრულდება მოდულის შემაჯამებელი პრაქტიკული კურსით (მოდულის გამოცდა) (Module Capstone Practical Course (Module Exam)), რომლის შინაარსი ემსახურება მოდულის ფარგლებში მიღებული ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების სინთეზ და პრაქტიკულ გამოყენება.

 

პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტი ნაწილდება სავალდებულო და არჩევით მოდულებში. 1 ECTS კრედიტი უდრის 30 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო  დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, სამუშაო ჯგუფი), ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ საათებს).


მეექვსე ბლოკში განთავსებული სასწავლო კურსები ემსახურება დამატებითი კომპეტენციების მიღებას სტუდენტის არჩევანის საფუძველზე.


უცხოურ ენაზე პროფესიული კომუნიკაციის უნარის განვითარების, უცხოენოვანი წყაროების სწავლებისა და სწავლის პროცესში ფართოდ გამოყენებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული იქნება ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები საერთაშორისო აკადემიური პერსონალის ჩართულობით.

 

პროგრამის კურიკულუმი 


პროგრამის ზოგადი სტრუქტურა

 

მოდულის გამოცდა